ჩვენ ვაწყობთ ამბიციურ პროგრამულ პროდუქტს

პორტფოლიო

კომპანია "63 ბიტი" მოღვაწეობს 2009 წლიდან. თავდაპირველად იგი დაარსდა როგორც ვებ სტუდია, ხოლო შემდგომში, ისეთ კლიენტებთან თანამშრომლობით როგორიც არის Cavea, Alter Vision, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სხვა ჩამოყალიბდა როგორც
CUSTOM SOFTWARE DEVELOPMENT კომპანია.


წლების გასვლასთან ერთად 63ბიტი როგორც ტექნოლოგიური აგრეთვე ბიზნესის კუთხით მუდმივად ვითარდებოდა. ჩვენი ყოველდღიური სამუშაო ბიზნესის მფლობელებთან/წარმომადგენლებთნ ურთიერთობა, მათი საქმიანობის შესწავლა, პრობლემების ანალიზი და მათთვის პროგრამული პროდუქტის შემუშავება გახდა. ბიზნეს ანალიტიკა ჩვენი სამუშო პროცესის განუყრელია ნაწილია.

დღეისათვის კომპანია მუშაობს ისეთი ტიპის აპლიკაციების შემუშავებაზე როგორიც არის E-Learning, E-Commerce, LMS, HR, ERP და სხვა Custom Business Solution - ები. ჩვენი შესრულებული ნამუშევრები პორტფოლიოს ნაწილში არის გამოსახული. 63ბიტს ემუშავებიან ისეთი კომპანიები როგორიც არის: სამედიცინო კორპორაცია ევექსი (Evex), საქართველოს საფონდო ბირჟა, BetterFly DDB და სხვა.

დაწყებული 2015 წლიდან, 63ბიტი საკმაოდ მაღალი წარმატებით მუშაობს უცხოურ პროექტებზე. ამჟამად ჩვენი დამყარებული გვაქვს გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა ამერიკის, დუბაის და გერმანიის რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელთან, რომელთაც მუდმივად აინტერესებთ სხვადასხვა სახის Custom Software Business Solution - ები.

ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით აგრძელებს განვითარებას. 63ბიტი არის დამოუკიდებლად მომუშავე კომპანია, ჩვენ არ ვართ მიმაგრებული არცერთ დიდი კორპორაციაზე და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს თუ რა პროექტებზე, რა მეთოდებითა და რა მიდგომებით უნდა ვმუშაობდეთ. ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის მიიღოს საკუთარ რიგებში ნიჭიერი და მშრომელი კადრები, რომლებიც წარმატებით დაეხმარებიან როგორც საკუთარ პროფესიონალურ განვითარებას აგრეთვე კომპანიის წინსვლასაც.

ჩვენთან თანამშრომლობენ