რა არის SEO ოპტიმიზაცია

რა არის SEO ოპტიმიზაცია

SEO ოპტიმიზაცია, ანუ ვებ გვერდის ოპტიმიზირება ისეთი საძიებო სისტემებისათვის როგორიც არის Google, Bing, Yahoo, Yandex და სხვა.

თავის მხრივ SEO ოპტიმიზაცია შესაძლოა განიხილოს როგორც ცალკე მეცნიერება და იგი საკმაოდ რთული, გრძელვადიანი და მუდმივი პროცესია. SEO შესაძლოა დაიყოს ორ ნაწილად:

  • ვებ გვერდის ტექნიკურად მომზადება SEO - სთვის
  • ვებ გვერდის კონტენტის მომზადება SEO - სთვის
  • ვებ საიტის ავტორიტეტულობის გაზრდა საძიებო სისტემებისთვის

ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია

ვებ გვერდის ტექნიკური მომზადება საძიებო სისტემებისათვის ვებსაიტის შექმნის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ჩვენი გუნდი, ყოველ ვებ გვერდზე მუშაობისას, აუცილებლობით ითვალისწინებს მის ტექნიკურ გამართულობას საძიებო სისტემებისათვის.

 ჩვენ მივყვებით იმ საერთაშორისო სტანდარტებსა და რჩევებს რომლებსაც საძიებო სისტემები გვაძლევენ იმისათვის, რომ ვებ გვერდი მაქსიმალურად მარტივად იძებნებოდეს და იკითხებოდეს საძიებო სისტემების მიერ.

ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვაქცევთ ვებ გვერდის სწორ წყობას, თითოული გვერდის მისამართსა და ვებ გვერდის ჩატვირთვის სიჩქარეს. ეს არის საძიებო სისტემების პირველადი მოთხოვნები, იმისათვის რომ ვებ გვერდი უფრო მაღლა იყოს საძიებო რეიტინგში და რაც მთავარია, ჩვენს მიერ ყველა დამზადებული ვებ გვერდი, აუცილებლობით არის მორგებული მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე, ეს არის კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნა ყველა საძიებო სისტემის მიერ.

On-Page SEO ოპტიმიზაცია

რაც შეეხება ვებ გვერდის კონტენტის მომზადებას SEO - სთვის, ეს უკვე მთლიანად ვებ გვერდის მფლობელის დავალებაა, ჩვენი გუნდი ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ გავუწიოთ კლიენტებს რეკომენდაცია SEO კონტენტის მომზადების თაობაზე, მათი ვებ სააიტის სპეციფიკიდან გამომდინარე. საბოლოოდ ყველაზე მაღალი წონა მაინც აქვს:

  • სტატიის უნიკალურობასა და შინაარსს
  • ვებ გვერდის ვიზიტორების რაოდენობასა და დროს გატარებულს თქვენს ვებ გვერდზე
  • თქვენი ვებ გვერდის სტატიების გამოყენების რაოდენობას სხვა ვებ გვერდებზე

ბექლინკები და Off-Page SEO ოპტიმიზაცია

Off-Page SEO ოპტიმიზაცია მოიცავს სხვადასხვა აქტივობებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს თქვენი ვებ საიტის გარეთ, საბოლოოდ მსგავსი აქტივობები, საძიებო სისტემების თვალში, თქვენი დომენის ავტორიტეტის/რეიტინგის გაზრდას ემსახურება, შესაბამისად მაღალ ავტორიტეტული ვებსაიტები საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე უფრო მაღალ პოზიციებს იკავებენ.

Off-Page SEO აქტივობა მოიცავს “ბექლინკების” მოპოვებას სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროებიდან, რა დროსაც გარე წყარო გვახსენებს ჩვენ და უშვებს რელევანტურ ბმულს ჩვენი ვებ გვერდის მისამართით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: Off-Page SEO არის ყველა ქმედება, რასაც ვახორციელებთ თქვენი ვებ გვერდის გარეთ, რათა Google-მა და სხვა საძიებო სისტემებმა სწრაფად აღმოაჩინოს თქვენი ვებსაიტი და აღიქვან ის როგორც სანდო და ავტორიტეტული წყარო მომხმარებლებისთვის.